აღწერა: დოკუმენტალისტიკაში, ახალი სტილის დამფუძნებელი, გოდფრეი რეჯიო, დიდი ემოციური მუხტის მატარებელ პოეტურ სახეებს ქმნის. მის ფილმებში, მუსიკისა და გამოსახულების ფანტასტიური შერწყმა დიდ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე... ეს არის ფილმი-ტრილოგია, რომელიც ასახავს თანამედროვე სამყაროს დამანგრეველ ზეგავლენას გარემოზე... "Koyaanisqatsi" (1983) - ცხოვრება ბალანსის გარეშე, "Powaqqatsi" (1988) - ცხოვრება ტრანსფორმაციაში, "Naqoyqatsi" (2002) - ცხოვრება როგორც ომი.